მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა როლანდ შავაძემ განაცხადა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც ის 6 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. შავაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს... მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა“, - წერს სოციალურ ქსელში როინ შავაძე.
ლექტორის თქმით, ორი კვირის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხისმგებელი პირი სალექციო საათებზე და ასევე სამუშაო დღეებზე შეუთანხმდა, დღეს კი აღმოჩნდა, რომ მისთვის საათები აღარ დარჩა.
„ამ დროს, ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.
გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს“, - წერს როლანდ შავაძე.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ლექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგომა უარყვეს. როგორც ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო სამნიძემ „საქართველოს ამბებს“ განუცხადა, როლანდ შავაძეს შრომითი ხელშეკრულება მეორე სემესტრიდან გაუფორმდება და ამის შესახებ მას თავად უთხრა.
„ზოგიერთი ფაკულტეტი ინგლისური ენის კურსს პირველ სემესტრში იწყებს, ხოლო ჯგუფების დიდი ნაწილი - მეორე სემესტრში. როლანდს ვუთხარი, რომ მეორე სემესტრში დაიტვირტთება, იქ ბევრი ჯგუფია ხოლმე და მერე ხდება საათების გადანაწილება. ხელშეკრულებაც მაშინ გაუფრომდება, როცა დაიტვირთება“, - განაცხადა ნინო სამნიძემ.
როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია.
