„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდა ასაფ ჩირაგოვზე, რის შედეგადაც მან ბოლნისის მერის არჩევნებამდე 12 დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
კუპრაძის თქმით, ჩირაგოვი წლების განმავლობაში პარტია „ლელოს“ წევრი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.
„ოთხი დღის წინ, ასაფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისული იყო მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ თანხის დასახელება შესთავაზა.
ასაფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ იყო და სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს.
ოთხი დღის შემდეგ, ასაფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
კუპრაძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები, პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან „უმძიმესი წნეხის ქვეშ სუს-ის და რუსული რეჟიმის მხრიდან“.
„უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა“, - აღნიშნა კუპრაძემ.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა გუშინ, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აღარ აპირებს ხმები გაიყოს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზამურ ჭითანავასთან. როგორც მან Facebook-ში დაწერა, დარწმუნდა, რომ ჭითანავა „გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს“ ბოლნისზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიციიის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, 4 ოქტომბერს გაიმართება. „ძლიერმა საქართველომ“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს და არჩევნებში მონაწილეობას შეთანხმებული კანდიდატებით იღებენ. ბოლო მონაცემებით, მათ 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 35-ში ჰყავთ მერობის კანდიდატები.
