საქართველოში სიდიდით მესამე ბანკი - „ლიბერთი ბანკი“ გაიყიდა. მისი აქციების 95.99%-ის მფლობელი „ბაზისბანკი“ გახდა. ამ დროისთვის გარიგების ზუსტი ღირებულება უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
გარიგების დასრულებამდე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ჰოლდინგი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“ ფლობდა. ამავე ჰოლდინგს ეკუთვნოდა სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილი.
კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე, სხვა ორ პირთან ერთად, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. 2026 წლის თებერვალში მან „იმედი“ და მასში შემავალი მედიასაშუალებები სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა „იმედს“ სანქციები დაუწესა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
თავად ირაკლი რუხაძე, რომელიც უკრაინასა და ლიეტუვაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული, „ჰანიველ პარტნერსის“ მეშვეობით საქართველოში სხვა ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. „ბიზნესმედიის“ ინფორმაციით, რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ კომპანია „ქართულ ცემენტში“ (ყოფილი „ჰაიდელბერგ ჯორჯია“).
„ლიბერთი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკი სოციალური გასაცემლებისა და პენსიების გაცემის ექსკლუზიური პარტნიორია და ფლობს ქვეყნის ყველაზე ფართო ქსელს - 500-მდე მომსახურების ცენტრითა და 700-მდე ბანკომატით. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი აქტივები 6.1 მილიარდი ლარი (საბანკო სისტემის 5.80%); კრედიტები 4.42 მილიარდი ლარი; დეპოზიტები 4.41 მილიარდი ლარი; წმინდა მოგება (გასულ წელს) 128 მილიონი ლარი.
„ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფია“. გარიგებამდე ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს შეადგენდა (სისტემის 4.73%), ხოლო მისი წმინდა მოგება 2025 წელს 122.4 მილიონი ლარი იყო. „ლიბერთის“ შეძენის შემდეგ „ბაზისბანკი“ ქვეყნის საბანკო ბაზარზე პოზიციებს მკვეთრად აძლიერებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი რუხაძემ ბანკი სანქციების შიშით გაასხვისა, თუმცა გარიგება ახალ კითხვებს აჩენს:
„სანქციების შიშით რუხაძე „ლიბერთი ბანკიდანაც“ გაიქცა.
1.6 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს. საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება.
თუ რაიმე კარგი გვინდა დავინახოთ ამ გარიგებაში, არის ის, რომ „ლიბერთი ბანკი“ სანქციების საფრთხიდან გამოვიდა“, - აცხადებს გოცირიძე.
