ლიდერი დეველოპერული კომპანია არქის პროექტები ნუცუბიძეზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის თბილისის ყველა უბანში წარმატებით დასრულებული 45 და მშენებარე 22 პროექტი აქვს. პროექტების ხარისხზე მეტყველებს ის, რომ არქი მოსახლეობაში ნდობით გამოირჩევა და მისი მაცხოვრებლების რაოდენობამ უკვე 35 000-ს გადააჭარბა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არქის თბილისის ყველა უბანში აქვს დასრულებული თუ მშენებარე პროექტები და გამონაკლისი არც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა. რადგან საბურთალოზე ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარებასთან ერთად იზრდება ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნაც, გადავწივიტეთ, მოგიყვეთ, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნუცუბიძეზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი არქი ნუცუბიძე 2

 სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე და ამავე დროს ცენტრალურ ადგილას ცხოვრების მსურველებს ბინები ნუცუბიძეზე, არქის კიდევ ერთ თანამედროვე, გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსში არქი ნუცუბიძე 2-ში შეუძლიათ შეიძინონ. საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან ახლოს, ნუცუბიძის IV პლატოზე შენდება. არქი ნუცუბიძე 2-ის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ფეხით სულ რაღაც 10 წუთში მივიდნენ ლისის ტბაზე, სადაც შეძლებენ დასვენებას, დროის სასიამოვნოდ გატარებას და სხვადასხვა პოპულარული კვების ობიექტით სარგებლობას. არქი ნუცუბიძე 2 ლამაზი ექსტერიერით გამოირჩევა და აერთიანებს გამწვანებულ ეზოს, საბავშვო გასართობ სივრცესა და სპორტულ მოედანს.

არქის დასრულლებული პროექტები ნუცუბიძეზე

არქის ნუცუბიძეზე ორი დასრულებული პროექტი აქვს: არქი ნუცუბიძე და არქი ნუცუბიძე 1, რომლებიც გამოირჩევა ლამაზი და დახვეწილი ექსტერიერით. არქი ნუცუბიძე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლია და მშვიდ, მყუდრო ადგილას, ლისის ტბიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარეობს. პროექტში ჯერ კიდევ შესაძლებელია ბინების შეძენა, თითოეული ბინის აივნიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. არქი ნუცუბიძე 1 – ეს არის სალონური ტიპის, 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის დახვეწილი არქიტექტურა შეუმჩნეველი არავის დარჩება. პროექტი ვაჟა-ფშაველას მეტროდან 5 წუთის სავალზე, ინფრასტრუქტურულად სრულყოფილად განვითარებულ ადგილას, ნუცუბიძის ქუჩის 131 ნომერში მდებარეობს.

მშენებლობის ხარისხი

არქი ყველა პროექტის მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებს იყენებს. ერთ-ერთი გამორჩეულია გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს, გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯების საგრძნობლად შემცირებას იწვევს.

ბინის შეძენის პირობები და მომსახურების ხარისხი

არქი ბინის შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს: არანაირი წინასწარი შენატანი, 12 წლამდე განვადება, შემოსავლების დადასრუტების გარეშე. მომხმარებელს არქიში მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურება დახვდებათ - პერსონალური მრჩევლები დაინტერესებულ ადამიანებს გაუწევენ კონსულტაციას, დაეხმარებიან სასურველი ბინის შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში მასზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქის:  2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

[R] დეველოპერული კომპანია არქის ინფორმაცია

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).