ბელარუსის ხელისუფლებამ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ალეს ბიალიაცკი, გამოცემა TUT.BY-ის მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვა და ბიზნესმენი ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბელორუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებები.
13 დეკემბერს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-მა გამოაცხადა, რომ 2021 წლიდან მოქმედი სანქციები მოუხსნა „ბელარუსკალს“, კალიუმის სასუქის ერთ-ერთ უმსხვილესი მწარმოებლს მსოფლიოში.
ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პატიმრები გაათავისუფლეს ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და ლუკაშენკოს თხოვნით, მოხსნილიყო „უკანონო სანქციების“ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიის წინააღმდეგ.
ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ასევე თქვა, რომ გათავისუფლებულთა შორის ჯაშუშობის, ტერორისტული და ექსტრემისტული საქმიანობისთვის გასამართლებული პირები იყვნენ.
123 გათავისუფლებული პატიმრიდან 114 უკრაინაში გადაიყვანეს. ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა, განაცხადა, რომ პოლიტპატიმრები უკრაინაში გაგზავნეს „იქ დატყვევებული დაჭრილი რუსებისა და ბელარუსების სანაცვლოდ“. თუმცა, ეს ინფორმაცია უარყო უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიცხოვრო“, რომელიც პოლიტპატიმრების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდა.
ალეს ბიალიაცკი და მესამე ქვეყნის 8 მოქალაქე ბელარუსმა ლიეტუვას გადასცა.
2025 წლის სექტემბერში, აშშ-სა და ბელარუსს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, ლუკაშენკომ 52 პატიმარი შეიწყალა. ივნისში, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათი უმეტესობა გათავისუფლებისთანავე დეპორტირებული იქნა ქვეყნიდან.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ბელარუსში 1200-ზე მეტი პოლიტპატიმარი კვლავ ციხეში რჩება.
