„მაგთიკომი“ დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს სს „ენერგოპრო ჯორჯიას“. სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონებში ელექტრომომარაგების ბოძებზე დაშვება ეზღუდებათ, რის გამოც არ შეუძლიათ ახალი აბონეტის ჩართვა და დაზიანების აღდგენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„მაგთიკომი“ „ენერგოპრო ჯორჯიას“ მოუწოდებს, ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე.
„წინასაახალწლო პერიოდში სს „ენერგოპრო ჯორჯიამ“ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურად შექმნას დაბრკოლებები საკუთარ ქსელში (ელექტრომომარაგების ბოძებზე) დაშვებაზე, რაც გამოიხატა გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში, კერძოდ, შეზღუდვა თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო" პროცესის დადგენას.
ხელოვნური შეზღუდვების შედეგად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი აბონენტის ჩართვა ან სერვისზე დაფიქსირებული დაზიანების აღდგენა, თუ ამისათვის აუცილებელია სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების ბოძზე დაშვება.
ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების დაწესება ხელოვნურად ამძაფრებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. შესაბამისად, სრულიად მიზანმიმართულად ხდება ნეგატიური განწყობების შექმნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მაგთიკომი“ აბონენტებისთვის ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურების მისაწოდებლად „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების ბოძებს იყენებს. როგორც „მაგთიკომში“ აცხადებენ, ისინი ჯეროვნად ასრულებენ „ენერგოპრო ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, იხდიან შეთანხმებულ საფასურს.
„ენერგოპრო ჯორჯია“ ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.
