პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ხაზარაძე ითხოვს, სასამართლომ კალაძეს ცილისწამების უარყოფა დაავალოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„ბატონმა კალაძემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა. ეს არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. შესაბამისად, სარჩელი შეგვაქვს ამ არასწორი ცნობების უარყოფის მოთხოვნით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოში დამკვიდრებულია პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სარჩელები წარმოებაში არ მიიღება. შესაბამისად, ზვიად კორძაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მამუკა ხაზარაძის ამ სარჩელსაც იგივე ბედი ეწიოს.
„არამგონია, სარჩელის წარმოებაში არ მიღების რაიმე საფუძველი არსებობდეს, რადგან სახეზეა ყალბი ცნობების გავრცელება, სახეზეა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სარჩელის შეტანის უფლებას გვაძლევს. დანარჩენი ვნახოთ, დაველოდოთ, რას იზამს სასამართლო“, - თქვა კორძაძემ.
კახა კალაძე 17 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „ლელოს“ კრიტიკას გამოეხმაურა და პარტიის ლიდერებს „ხანდაზმული თაღლითები“ უწოდა. თბილისის მერის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“:
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს, იგივე „ხანდაზმული თაღლითების“ პარტიის ლიდერები რითი იყვნენ დაკავებულები. დღეს ვიღაცებს სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“ ახალი პარტიაა. ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“.
შეიძლება ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძის მისამართით მსგავსი განცხადება გააკეთა. 2023 წლის 10 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხაზარაძე „ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი“. ამ განცხადებიდან ერთ თვეში „ლელოს“ ლიდერმა კობახიძეს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო, რაც ზვიად კორძაძის შეფასებით, კანონდარღვევაა. მამუკა ხაზარაძე აპირებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლოს და სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვაზე იდავოს.