შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტი და მასწავლებელი ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 1982 წელს დაბადებული ნინო დათაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს შსს.
ინციდენტი, რომლის გამოც ნინო დათაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. ნინო დათაშვილი სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომის დარბაზის წინ იდგა. მანდატურებმა მას მოსთხოვეს აღნიშნული ადგილი დაეტოვებინა და ფიზიკურად სცადეს მისი გაყვანა.
ნინო დათაშვილმა მათ უთხრა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქალს მკერდის არეში ორივე ხელი ჩაავლო და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა სწორედ ამ მანდატურს სახეში სილა გაარტყა, რის შემდეგ მანდატურმა მისი თავი მკლავებში მოიქცია, ყელზე წაუჭირა და ასე ცდილობდა მის გარეთ გაძევებას. სასამართლოს შენობის კორიდორში ქალი დავარდა. ის წამოაყენეს. ნინო დათაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანდატურებმა ისევ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, გარეთ გააძევეს.
თრევისას ქალი მათ მიმართავდა, რომ ტკივილს განიცდიდა, ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ მის მიმართ ფიზიკურ ძალას კიდევ უფრო უხეშად იყენებდნენ.
სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს მზია ამაღლობელს. პროკურატურა მასაც თავდასხმას ედავება ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის. უკანონოდ დაკავებულმა მზია ამაღლობელმა მოისმინა ბათუმის პოლიციის უფროსი როგორ ცემდა დაკავებულ აქტივისტ კაცებს. მზია ამაღლობელის გათავისუფლების შემდეგ უკანონოდ დააკავეს მისი ახლობლებიც, ძმები გაბაიძეები და პოლიციის სამმართველოს შენობაში მათზეც ფიზიკურად იძალადეს. სილის გაწვნის შემდეგ დაკავებულ მზია ამაღლობელს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ აგინა და შეაფურთა. სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებულთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ აძლედნენ სასმელ წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთ თვეზე მეტია დაპატიმრებულია. მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ფაქტები კი ამ დრომდე გამოუძიებელია. ირაკლი დგებუაძე კვლავ ინარჩუნებს ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას. მზია ამაღლობელი პროკურატურამ დაზარალებულადაც კი არ ცნო.
