26 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მარნეულის ცენტრალურ ბაზარში მამასთან ერთად დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამა მკურნალობის შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაწერეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
სროლა 4 იანვარს, შუადღისას, ოქროულობის განყოფილებაში მოხდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Actual.ge წერს, ოქროს მაღაზიის მფლობელებს - ტელმან და საჰიბ ბაირამოვებს უცნობმა პირმა ესროლა. გამოცემამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გარბის შეიარაღებული, ქუდიანი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან.
დღეს, 5 იანვარს, მოკლულის მამამ ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ თავდასხმის წინა დღეებში მის ოჯახს „კანონიერი ქურდების“ სახელით ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ. ტელმან ბაირამოვმა ინტერვიუში ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად, „ფოლადა“ ახსენა.
„ამ ადამიანს, რომელიც იარაღით მოგვივარდა, არ ვიცნობთ. ნიღაბიც კი არ ეკეთა, მხოლოდ ქუდი ეფარა. ამ შემთხვევას ფულის გამოძალვას ვუკავშირებთ, რადგან იყო შემთხვევები, რომ ვიღაცისთვის ჩვენი ბიზნესიდან ფული უნდა მიგვეცა. მთავრობას ვთხოვთ, საქმე გამოიძიონ და დამკვეთები დააკავონ“, – განაცხადა ბაირამოვმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდამსხმელი სოფელ იორმუღანლოში მიიმალა.
