საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.3% შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
ანგარიშის მიხედვით, წლიურ ჭრილში ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა, სადაც ფასები 7.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი თებერვლის მონაცემთან (9.5%) შედარებით შემცირებულია, რამაც საერთო ინფლაციის დონეზე 0.3%-იანი კლების მიმართულებით იმოქმედა.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 7.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- თევზეული 21.2%
- ხილი და ყურძენი 13.4%
- პური და პურპროდუქტები 9.6%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6%
- ზეთი და ცხიმი 7.7%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5.3%
- ბოსტნეული და ბაღჩეული 4.9%
- რძე, ყველი და კვერცხი 4.5%
- ყავა, ჩაი და კაკაო 3.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.1%
ამასთან, ბოლო ერთ წელში ალკოჰოლურ სასმელები 4.6%-ით, თამბაქოს ნაწარმი 8%-ით, სატრანსპორტო მომსახურება 7.3%-ით, ხოლო დაზღვევა 8.5%-ით გაძვირდა.
ზოგიერთ კატეგორიაში წლიურ ჭრილში ფასების მცირედით შემცირებაც დაფიქსირდა. მაგალითად, ავეჯის, საოჯახო ნივთების ჯგუფში კლება 0.18%-ია, კავშირგაბმულობის ჯგუფში კი - 0.13%.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის მარტის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამ ინფლაციის პროგნოზში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ადრინდელი პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტალიდან ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. სებ-ის ბოლო შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება.
შედარებისთვის, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის მარტში - მხოლოდ 0.5% იყო.
