ონის მუნიციპალიტეტში, სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი მდინარეში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25-ე კილომეტრში ნახეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„ეს არ არის მცირეწლოვანი, არის ზრდასრული, სავარაუდოდ, მამაკაცი. გადასვენებულია პროზექტურაში. ამ ეტაპზე, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკით მაქსიმალური მუშაობა მიდის. გუშინ ნიადაგმა მოგვცა მუშაობის საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე. თუმცა, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ, 1.5-2 მეტრია. უშუალოდ მდინარის კალაპოტზე არ არის საუბარი. საუბარია კალაპოტის მშრალ მონაკვეთებზე. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მღებრიშვილმა.
ორი კვირის წინ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 24 ცხედარი. 6 დაკარგულის ისევ ეძებენ.
სამძებრო სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, 54 კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, კინოლოგთა ჯგუფი და მცურავი საშუალებები.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. 3-4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
