ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ სატელევიზიო მიმართვა 11 დეკემბერს შუადღისას გააკეთა, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭისყრაზე დააყენებდა.
„ჩვენი კოალიცია შეიკრიბა, განვიხილეთ არსებული ვითარება, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხისმგებლობით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ჟელიაზკოვმა, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტი მოჰყვა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც გადასახადების და სოციალური უზრუნველყოფის შენატანების გაზრდას ითვალისწინებდა. ბიუჯეტის პროექტით მშპ-ს 3%-იანი დეფიციტი იყო პროგნოზირებული.
საბოლოოდ, დოკუმენტი პარლამენტიდან გაიწვიეს, თუმცა ქუჩის საპროტესტო აქციები გაგრძელდა - დემონსტრანტები მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის უუნარობის გამო აკრიტიკებდნენ. პრემიერ-მინისტრ როსენ ჟელიაზკოვის გადადგომის მოთხოვნას, ოპოზიციური პარტიების გარდა, ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევიც შეუერთდა.
