სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ახალი დასკვნის თანახმად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, სააკაშვილს სულ მცირე სასჯელის გადავადება ეკუთვნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში; გაღრმავდა ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას.
სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე;
პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით. პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია და მკურნალობა ძირითადად სხვადასხვა ახალ გართულებებზე რეაგირების რეჟიმში ტარდება;
პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. მივიჩნევთ, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება“, - ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნას ხელს აწერენ ექსპერტთა ჯგუფის წევრები: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, თერაპევტი გრიგოლი ხურციძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგ/არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი, ჰემატოლოგი აიდა გოზალოვა, ნევროლოგი თენგიზ წულაძე, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.
სახალხო დამცველი აპირებს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარადგინოს.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დღეს თქვა, რომ თუ სააკაშვილი გააგრძელებს შერჩევით კვებას შერჩევით დღეებში, მაშინ კლინიკა იძულებული გახდება ის ზონდით კვებაზე გადაიყვანოს.
ჩხაიძის ამ განცხადებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა.
„ძალით კვება (ზონდით), როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ.
„თუ პაციენტი წინასწარი განზრახვით არ იღებს საკვებს, მას ჰქვია, სუიციდური ქცევა, ან შიმშილობა. ეს საკითხები, ერთიც და მეორეც ისტორიაში უნდა ეწეროს, ასეთი საკითხები ჩვენ ისტორიაში ვერ ვნახეთ“, - განმარტა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პარასკევს, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ადვოკატებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ცენტრმა „ემპათიამ“ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
მოსამართლე არევაძემ მიუსაჯა მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე. მოსამართლე არევაძე განიხილავდა პარტია „ლელოს“ ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.