კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო არხების -„იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ჯი დი ეს“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ყველაზე დიდი დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ სამთავრობო ტელეკომპანიებს 2 მილიონ ლარზე მეტი რეკლამაში ყავის კაფსულების მწარმოებელმა კომპანიამ „მეამამ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ივლის-სექტემბერში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან ჯამში 29.3 მილიონი ლარი მიიღეს.
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ: „მეამა“, „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“ და „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმ“.
„იმედს“ რეკლამაში 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე გადაუხადეს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ“, „პსპ ფარმამ“, „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ და „ნესტლე საქართველომ“.
მედია ჰოლდინგ „რუსთავი 2“-ს სარეკლამო დროში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იხდიდნენ. „ავერსი ფარმამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“ და „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ კი 50,000-დან 100,000 ლარამდე გადაიხადეს. 7000-დან 50 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, „მაგთიკომმა“ და „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დახარჯეს.
ტელეკომპანია „ჯი დი ეს“-ს რეკლამაში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ და „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენსმა“ გადაუხადეს. 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს, იყვნენ: „ვიმ ბილ დან საქართველო“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“, „კოლგეიტ პალმოლივი“, „ლაქტალის ჯორჯია“, „ნესტლე საქართველო“ და „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „პოსტვ“-ს 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000-დან 500 000-მდე ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „ვისოლ ავტო ექსპრეს“, „შპს ბუნებრივი აირი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და „სტერეო +“ ხარჯავდნენ. კომპანიებმა „შპს სოლუშენ გრუპმა“ და „ტიფლის ფაბმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადეს. 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხას იხდიდა „შპს ჩემი ნენა“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული „პირველისა“ და „ფორმულასთვის“ რეკლამის სანაცვლოდ 500 000 ლარზე მეტი არცერთ კომპანიას არ გადაუხდია.
კომპანიები, რომლებიც „ტვ პირველს“ სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში ყიდულობდნენ, „შპს მერკადო“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იყვნენ, 50 000-დან 100 000 ლარამდე კი „პსპ ფარმა“ და „შპს გეოპლანტი“ იხდიდნენ. ამავე პერიოდში, 7000-დან 50 000-მდე ლარი „ალტა რითეილერმა“, „ვაზისუბნის მამულმა“, „შპს პირველმა მეღვინეობამ“, „სილქნეტმა“, „შპს ეკო ინვესტმა“ და „ნოვამ“ დახარჯეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ხოლო 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში - „შპს გეოპლანტი“, „ვაზისუბნის მამული“ და „პსპ ფარმა“ იხდიდნენ. 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაიხადეს „თიბისი ბანკმა“, „შპს მერკადომ“, „მაგთიკომმა“, „შპს ელდრაივმა“, „პრო მედიამ“ და „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“.
