„ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს 11-წლიანი სკოლის ატესტატი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
მინისტრის თქმით, 11-კლასიანი ზოგადი განათლება საკმარისია და ეს „არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს“.
„თუ შევადარებთ იმ რაოდენობას, რამდენი რჩება საქართველოში და აგრძელებს სწავლას და რამდენი მიდის საბაკალავრო დონეზე სასწავლებლად, არის ძალიან დიდი განსხვავება, სასწაულად დიდი განსხვავება. ვფიქრობთ, ეს მოსაზრება არის მართებული, მაგრამ, ამვადროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, და ეს განხილვების პროცესმა უნდა აჩვენოს, რამდენად არგუმენტირებული იქნება შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, რომ ხომ არ შევიმუშაოთ რაღაც ალტერნატივა, ვისაც უნდა, შეიძლება ჰქონდეს მე-12 კლასში სწავლის შესაძლებლობაც“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა“, რომ ახალგაზრდების საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მიგრაციას უწყობს ხელს.
„ბევრი მათგანი არ ბრუნდება უკან, რაც ჩვენთვის, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ, ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ.
დღესაც ბაზარზე არაერთი პროფესიის მოთხოვნაა, საკმაოდ მაღალანაზღაურებადიც და ზუსტად ეს არის გამოწვევა, რომ ჩვენ გვინდა, ხარისხიანი განათლება უზრუნველვყოთ აქ ისე, რომ ბევრ ახალგაზრდას არ ჰქონდეს სურვილი, უცხოეთში წავიდეს, არამედ საქართველოში მიიღოს ის განათლება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, აქვე დასაქმდეს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება. ამით მიგრაციული პროცესებიც გავაჩეროთ და პლუს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის პოტენციალი და ცოდნა, რომელსაც მიიღებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
თუ 11-წლიან სასკოლო სწავლებაზე გადასვლა გადაწყდება, მიქანაძის თქმით, ამ პროცესს სულ მცირე 2-წლიანი პერიოდი დასჭირდება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები 12-წლიან სწავლებაზე 2008-09 სასწავლო წელს გადავიდნენ. როგორც მაშინ განათლების სამინისტრო განმარტავდა, იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ.
