„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა იანვარში დამტკიცდება. ამის შესახებ მან დღეს, ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
მიქანაძემ რეფორმის ერთ-ერთ ამოცანად პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა დაასახელა. მისი თქმით, „პედაგოგიკა გადაიქცევა უმაღლესი აკადემიური დონის მიმართულებად“.
„2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა. ამ სქემის განხილვა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ, რომ ეს საკითხი დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამტკიცოთ.
ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მასწავლებელს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს არა მარტო ლოკალურად, სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზეც.
ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, რაც მნიშვნელოვანია ამ კონცეფციაში“, – განაცხადა მიქანაძემ.
„ქართული ოცნების“ მინისტრის თქმით, დამატებითი რესურსია საჭირო პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
„ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ფართომასშტაბიან გადამზადების პროცესს ვეწევით პედაგოგიური ხარისხის ამაღლების მიზნით. საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა, ფაქტია, რომ დამატებითი ძალისხმევა და რესურსია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ეს გარკვეულწილად ბმაშია უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან, სადაც პედაგოგიური მიმართულება ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულებაა, რომელიც როგორც ორივე ჰაბში, ასევე რეგუიონულ უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რიგ დისციპლინებში ჩვენ გვაქვს სიჭარბე კონკრეტული პედაგოგების და გვაქვს დისციპლინები, როგორიც არის, მაგალითად, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, რიგ შემთხვევებში მათემატიკაც, სადაც პედაგოგების ნაკლებობა გვაქვს, როგორც საგნობრივ კონტექსტში, ასევე გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით“, – თქვა მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, შეისწავლიან, სად არის დეფიციტი, როგორც გეოგრაფიულ, ისე საგნობრივ ჭრილში და შესაბამისად „მოიზიდავენ“ მასწავლებლებს და გადაამზადებენ მათ.
