მოლდოვამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან (დსთ) ხელმოწერილი ძირითადი შეთანხმებების ცალმხრივად შეწყვეტის პროცესი დაიწყო, რაც მას ორგანიზაციიდან გასვლის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმებების შეწყვეტის შემდეგ მოლდოვა აღარ იქნება დსთ-ს წევრი, როგორც ოფიციალურად, ასევე იურიდიულად, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრობა უკვე შეჩერებული იყო „გარკვეული დროის წინ“.
„ჩვენდსთ-სთან სამი შეთანხმების დენონსაციის დამტკიცების პროცესში ვართ. ეს შეთანხმებები დსთ-ში ჩვენი წევრობის საფუძველს წარმოადგენს: დსთ-ს წესდება, რომელსაც ხელი მოეწერა მინსკში 1993 წლის 22 იანვარს; დსთ-ს შექმნის შესახებ 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმება, რომელსაც ასევე ხელი მოეწერა მინსკში; და ამ შეთანხმების 1991 წლის 22 დეკემბერის დანართი.
ოფიციალურად, მოლდოვა აღარ იქნება დსთ-ს წევრი. დენონსაცია ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმებისა, რომელიც ჩვენს წევრობას უდევს საფუძვლად, საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, რომ იურიდიულად მოლდოვას რესპუბლიკა აღარ არის წევრი. ფაქტობრივად, ჩვენ გარკვეული დროის წინ შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ იურიდიულად ისევ იქ ვიყავით.
სავარაუდოდ, მთავრობაში პროცედურებს თებერვლის შუა რიცხვებისთვის დავასრულებთ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა მიჰაი პოპშოიმ.
მან დსთ-ში წევრობის შეთანხმებების შეწყვეტას მოლდოვის „ევროპული ორიენტაციის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მოლდოვის რესპუბლიკას დსთ-სთან სულ 283 შეთანხმება აქვს ხელმოწერილი, საიდანაც 71 უკვე დენონსირებულია, ხოლო დაახლოებით 60-ის დენონსაციის პროცესი მიმდინარეობს. ამავდროულად, პოპშოის თქმით, კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას იმ შეთანხმებებზე, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობისაა მოქალაქეებისთვის, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ კურსს.
მოლდოვას ხელისუფლებამ დსთ-დან გასვლის გეგმის შესახებ პირველად ორ წელზე მეტი ხნის წინ, 2023 წლის დეკემბერში განაცხადა. მანამდე, 2022 წლის ივნისში, მოლდოვას ევროკლავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. საქართველომ დსთ 2008 წელს დატოვა, ხოლო უკრაინამ - 2018 წელს.
