საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) საკვირაო ქადაგების დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს უსამართლოდ მოექცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად, დღეს, როგორც ჩვენ ვხედავთ, უკრაინაში უკვე სერიოზული წინსვლაა და მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. სულ თავიდანვე, როდესაც უკრაინაზე ეს უგუნური შეტევა დაიწყო, ვთქვი, რომ ეს დიდი სისულელეა, რაც რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ. შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს და რომ საბოლოო ჯამში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რადგან უსამართლოდ და არასწორად მოიქცა როგორც ჩვენს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ.
სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ რასაც ჩვენს წინააღმდეგ აკეთებთო და ახლა, ფაქტობრივად, ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. პრინციპში, რა იქნება... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არა ის, რომ თითქოს ვინმე შევა იქ ჯარებით, არამედ, სერიოზული არეულობა აქვთ მარცხის გამო.
მე პროპაგანდას და იმას არ ვუყურებ. მე ვუყურებ როგორ იცით? ესე იგი, თავს დაესხნენ ხომ უკრაინას? თავს დაგვესხნენ ჩვენ. როდესაც ჩვენ დაგვესხნენ თავს, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და თავისთავად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც იქნება განხორციელებული შეიარაღებული შეჭრა, ხალხის ხოცვა და დაბომბვა. ეს მიუღებელია. მეორე არის ის, რომ გეოპოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და ვინ რას თამაშობს, იქ კიდევ სხვა რაღაცაა. რუსეთი, ფაქტობრივად, ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში არასწორი ნაბიჯით შევარდა და საბოლოო ჯამში, დღეს მიდის ისეთი შეტევა რუსეთზე, რომ ძალიან ძნელი იქნება აქედან გამოსავლის ნახვა. ჩვენ არ გვინდა არც რუსეთისთვის ცუდი, საბოლოო ჯამში, მაგრამ ამნაირი ქმედებების შედეგად, იმათ, თავისთავად, ეს [ბუმერანგი] შეუძლებლებელია, რომ არ დაუბრუნდეს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მიტროპოლიტის თქმით, არავინ იცის, მსოფლიოში რა მოხდება და „ამ დროს ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“.
„ჩვენ კი გვეუბნებიან ვიღაცეები, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ. რასაც ვაკეთებთ, სწორს ვაკეთებთ და ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ამის გამო პრორუსული ვართ, ან კიდევ იმათ ვუჭეთ მხარს, ტყუილია. უბრალოდ, ჩვენ ჩვენ თავს ვუჭერთ მხარს და რაღაც მომენტში ვიცით, რომ ჩვენ უკრაინასავით არც არავინ დაგვიდგება, არც ისეთი მეზობლები გვყავს, როგორც უკრაინას და არც ისეთი ტერიტორია გვაქვს, რომ შევძლოთ ვითარების სტაბილიზაცია, როდესაც ჩვენზე წამოვა ამხელა მანქანა ომით. ძალიან რთულია და ჩვენ ვცდილობთ ამ ომში არ ჩავერთოთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ და ამაში არაფერი დანაშაული საქართველოს არ აქვს. უსამართლოდ იქცევა ზოგიერთი უკრაინელი პირი, რომელიც საქართველოზე ცუდს ლაპარაკობს. დამტკიცებული არ არის არცერთი სიტყვა, რა ხდება საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ... ამნაირი ლაპარაკით ჩვენთან დესტაბილიზაციის შექმნის სურვილიც არის“, – აღნიშნა მღვდელმთავარმა.
მისივე თქმით, თუ მათი [ქართული ეკლესიის წარმომადგენლების] აზრი რაღაცაში რუსეთისას დაემთხვევა, „სულაც არ ნიშნავს“, რომ რუსეთის პოზიცია უკავიათ: „ასე უნდათ, მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ. ტყუილია, არ ვართ ჩვენ რუსეთის მომხრეები. რუსეთის მხრიდანაც შეიძლება ეგივე პრობლემები იყოს და ხდება იქაც იგივე ამბავი... ჩვენს ძალით გაყოფას ცდილობენ - საქართველოს და უკრაინის...
ჩვენ წინააღმდეგი კი არა, პირიქით მომხრე ვართ, რომ უკრაინამ თავისი საზღვრების ფარგლებში აღიდგინოს დამოუკიდებლობა და ყველაფერი, რაც საჭიროა, უკრაინის სასარგებლოდ მოხდეს. ეს ჩვენთვისაც სასარგებლოა, რადგან თუ ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, საქართველოს დეოკუპაციის საკითხიც დადგება დღის წესრიგში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას აგრძელებენ. რუსეთის ჯარებმა უკვე დატოვეს ხარკივის ოლქში მდებარე ქალაქები ბალაკლია, კუპიანსკის ნაწილი და იზიუმი. ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსული ძალები 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს და იქ კონტროლის სრულად აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.