მოსამართლემ ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა პატიმრობაში დატოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ ბალდის კანიონის მცველის, 30 წლის ინდიკო ბჟალავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი 31 ივლისისთვის ჩაინიშნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინდიკო ბჟალავა ბალდის პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. მარტვილის პოლიციამ ის 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა, 14 ივნისს კი სენაკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გამოცემა „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ინდიკო ბჟალავა პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმის გაყალბებული ჩვენებაა. „მთის ამბებთან“ ინტერვიუში შემთხვევის თვითმხილველებმა პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ქალი სოფიო შაყულაშვილი ცრუ დასმენაში ამხილეს. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ინდიკო ბჟალავას მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურას აღნიშნული მოწმეები ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ქალი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს, გელა ხურცილავას მეუღლეა. გელა ხურცილავა აპრილში იმ კომპანიაში დაასაქმეს, რომელსაც ბალდის კანიონი, 40 წლით, მრავალი კანონდარღვევით აქვს გადაცემული. შეიარაღებული გელა ხურცილავა, 11 ივნისს, ძმასთან ერთად, თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო.

სამეგრელოში, მარტვილის სოფელ ბალდაში ცხრა თვეა კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტად დარაჯობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ განაახლოს კომპანიამ, რომელიც ბალდის კანიონზე ფულის საშოვნელად ბუნების უნიკალური ძეგლის დაბეტონებას, როლერის ატრაქციის, კიდული ბილიკის, ხიდებისა და გადასახედების მოწყობას აპირებს, რაც კანიონს პირვანდელ სახეს მთლიანად უკარგავს. სოფლის შუაგულში მდებარე კანიონი ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის, რადგან ე.წ. ინვესტორმა ის მთლიანად შეღობა და დაცვის პოლიცია დააყენა. კომპანიის მსხვილი მესაკუთრეები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის დედა ანი გიუნაშვილი, რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან, 5-5% კი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებული მრავალმილიონიანი პროგრამის თანამშრომელი ლევან ციცქიშვილი და ვალერიან მჭედლიძის ბიზნესპარტნიორის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ჯონი კაპანაძის ცოლის, ანი მოწონელიძის და ინაწილებენ. ბალდის კანიონის მცველებს კომპანია და ხელისუფლება მაქსიმალურად ავიწროებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.