ფრანგი ევროპარლამენტარის, ნატალი ლუაზოს თქმით, ევროკავშირის ლიდერებს ბუდაპეშტში დრო არ ჰქონდათ საქართველოს საკითხის განსახილველად, მოსკოვმა კი დრო გამონახა ქვეყანის თავისი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 8 ნოემბერს, ევროკავშირის სახელმწიფოთა თუ მთავრობის მეთაურებს, არაფორმალურ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ არსებითი დებატებისთვის დრო არ ჰქონდათ და საკითხს 18 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
„ევროპელ ლიდერებს ბუდაპეშტში შეხვედრისას „დრო არ ჰქონდათ“ საქართველოს შესახებ სასაუბროდ. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა საქართველოს თავისი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. ჩვენ არასდროს ვსწავლობთ“, - დაწერა ნატალი ლუაზომ, რომელიც 2017-2019 წლებში საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი იყო.
ევროკავშირის ლიდერებს არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებული ვითარება უნდა განეხილათ და „წინსვლის გზაზე“ ემსჯელათ.
