მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელეს. ღონისძიება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) და საქართველოში მოქმედი მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ორგანიზებით, 7 დეკემბერს გაიმართა. მას საქართველოდან 14 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი და ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ფორუმში „რუსულ-ქართული ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“ დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვიც მონაწილეობდა.
„არახელსაყრელი სამხედრო და პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, მეგობრული კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა, რაზეც მოწმობს მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადი და ორმხრივი ინტერესი, დიდი რაოდენობით ოჯახური კავშირები ჩვენს მოქალაქეებს შორის და მზარდი სავაჭრო ბრუნვა.
ფრენების გაუქმება, სავიზო რეჟიმი, შეზღუდვები ეკონომიკურ სფეროში საგრძნობლად ართულებს რიგითი ადამიანების ცხოვრებას. დადგა დრო, დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვსაზღვროთ ნაბიჯები იმ ძლიერი მეგობრობის აღსადგენად, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის.
ფორუმის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მეთაურებს მივმართოთ წინადადებებით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე, რუსეთში შემომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების რუს მონაწილეებს შორის იყვნენ - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები კაზბეკ ტაისაევი, არტიემ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს და გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენლები.
რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, შიქაშვილთან და ლორთქიფანიძესთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია და რუსულ-ქართული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები: თემურ მაისურაძე, არჩილ ბუბუტეიშვილი, ირაკლი უბილავა, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, მიხეილ ჟღენტი, გიორგი ირემაძე, არჩილ სიხარულიძე, ჯაბა ჭანკვეტაძე.
