თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლუკა ხურცილავა 16 წლის მოზარდის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ პოლიციელი არასრულწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ცემისა და დაკავების მუქარით ტელეფონის გახსნას აიძულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აგინებს მოზარდის მამასაც, რომელიც ციხეშია და შვილს ემუქრება, რომ გვერდით მიუსვამს. „...სანამ თითები დაგატეხე, შენი მამის დედას მოვ..ნავ. დაგაკავებ, ადმინისტრაციულად“, - ისმის ჩანაწერში. არასრულწლოვანი ითხოვს, დედასთან დარეკვის უფლება მისცენ, რაზეც პოლიციელი პასუხობს - „დედაშენთან არა ბებიაშენთან“.
პროკურატურის განცხადებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.ღ. 10 თებერვალს, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
„პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.
პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.
რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვისა და პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა პოლიციელმა გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი.
