საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება. ილია II-ს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემოსმა უკვე გამოაგზავნა ოფიციალური სამძიმრის წერილი, რომელშიც ილია II-ს „ძმა და თანამოძღვარი“ უწოდა. წერილში ხაზგასმულია გარდაცვლილი პატრიარქის ღვაწლი ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში:
„გამოვხატავთ ჩვენს ღრმა სამძიმარს საქართველოს ღვთისმოსავი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ. მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასთან. ვლოცულობთ, რომ ეკლესიის აღმაშენებელმა მას ღირსეული მემკვიდრე აღუდგინოს. საუკუნო იყოს ნეტარი პატრიარქის ხსოვნა“, - ნათქვამია ბართლომეოსის წერილში.
მსოფლიო პატრიარქის ეს ვიზიტი ისტორიული და სიმბოლურია, რადგან ბართლომეოსი საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა. პირველსაყდარსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში რამდენიმე მიზეზით დაიძაბა: 2016 წელს საქართველოს ეკლესიამ უარი თქვა კრეტის დიდ და წმინდა კრებაზე დასწრებაზე, რაც კონსტანტინოპოლისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. თბილისმა ოფიციალურად არ ცნო კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ავტოკეფალია (ტომოსი), რამაც გარკვეული გაუცხოება გამოიწვია.

მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა სერიოზულ პრობლემას უქმნის რუსულ დელეგაციას. მოსკოვმა უკრაინის საკითხის გამო ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები წირვაზე მსოფლიო პატრიარქის გვერდით ვერ დადგებიან.
პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოცხადებულია სახელმწიფო გლოვა. 21 და 22 მარტს, მოსახლეობის დიდი ნაკადის მოსალოდნელი რაოდენობის გამო, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს. რეგიონებიდან მგზავრების გადასაყვანად დაინიშნება სპეციალური უფასო ავტობუსები და სარკინიგზო რეისები.
ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა მრევლისთვის, რათა მათ შეძლონ პატივი მიაგონ გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას.
