მთავრობა: ვგმობთ მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერაქტს და ვუსამძიმრებთ რუს ხალხს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულებისოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 მარტს, პარასკევს, საღამოს საათებში, მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში - „კროკუს სითი ჰოლში“, სადაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტზე დასასწრებად ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, უცნობი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზის შესასვლელში, ადამიანების რიგში დაიწყო და დარბაზში გაგრძელდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათ შორის ბავშვებიც არიან. კომიტეტში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. დაშავებულია სულ მცირე 140 ადამიანი.

სროლის შემდეგ შენობაში სავარაუდოდ ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი დაახლოებით 12 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ დადგინდება, რომ თავდამსხმელები „კიევის რეჟიმის ტერორისტები“ არიან, მაშინ ისინი „უმოწყალოდ უნდა განადგურდნენ, როგორც ტერორისტები“.

უკრაინამ, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთთან ომშია ჩართული, თავდასხმასთან რაიმე კავშირი უარყო. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს მიუმართავს ტერორისტული მეთოდებისთვის.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები კატეგორიულად უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ბრალდებები კრემლის დაგეგმილი პროვოკაციაა, რომლის მიზანია რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერია კიდევ უფრო გაღრმავდეს, შეიქმნას პირობები ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქეების მობილიზაციის გასაძლიერებლად და საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინის დისკრედიტაცია მოხდეს. პუტინის დიქტატურისთვის წითელი ხაზები არ არსებობს. ის მზადაა მოკლას საკუთარი მოქალაქეები პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).