მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი პოლიციის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებენ, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და აფრთხილებენ, რომ „თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება“.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიასთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ რუსული კანონის უკან გასაწვევად მიცემული ერთი საათი უშედეგოდ ამოიწურა.
17 აპრილს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. რუსული კანონის მხარდამჭერი 83 დეპუტატიდან 73 „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენები კი მმართველი პარტიის სატელიტებს - „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენენ. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
მესამე დღეა თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებია. 16 აპრილს აქცია დაარბიეს - სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციებზე გამოვლენ მანამ, ვიდრე რუსული კანონი გაწვეული არ იქნება. ისინი დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
