მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 104 877 000 ლარი გამოიყოფა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მთავრობამ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოუყოფს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 8 ივლისს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, აღნიშნული თანხა 45 მუნიციპალიტეტზე შემდეგნაირად გადანაწილდება: 4 420 000 ლარი - ყვარელი, 9 062 000 ლარი - ოზურგეთი, 3 458 000 ლარი - მარტვილი, 2 180 000 ლარი - სიღნაღი, 940 000 ლარი - ყაზბეგი, 990 000 ლარი - ზესტაფონი, 583 000 ლარი - ცაგერი, 3 883 000 ლარი - გურჯაანი, 5 855 000 ლარი - ჩხოროწყუ, 6 366 000 ლარი - ჩოხატაური, 4 027 000 ლარი - თელავი, 1 872 000 ლარი - ლაგოდეხი, 941 000 ლარი - ლანჩხუთი, 193 000 ლარი - თიანეთი, 3 986 000 ლარი - ქალაქი ქუთაისი, 5 738 000 ლარი - ჭიათურა, 4 601 000 ლარი - ონი, 2 059 000 ლარი - საგარეჯო, 1 750 000 ლარი - ტყიბული, 3 170 000 ლარი - ზუგდიდი, 195 000 ლარი - ხაშური, 830 000 ლარი - კასპი, 700 000 ლარი - ბოლნისი, 380 000 ლარი - ადიგენი, 1 185 000 ლარი - ახალციხე, 500 000 ლარი - ასპინძა, 1 110 000 ლარი - საჩხერე, 444 000 ლარი - ბორჯომი, 3 130 000 ლარი - წალენჯიხა, 2 160 000 ლარი - ლენტეხი, 4 480 000 ლარი - ბაღდათი, 2 705 000 ლარი - ვანი, 545 000 ლარი - წყალტუბო, 625 000 ლარი - ხარაგაული, 1 105 000 ლარი - თერჯოლა, 1 785 000 ლარი - სამტრედია, 130 000 ლარი - ხონი, 1 270 000 ლარი - წალკა, 705 000 ლარი - ხობი, 2 475 000 ლარი - მცხეთა, 3 920 000 ლარი - სენაკი, 1 440 000 ლარი - აბაშა, 284 000 ლარი - მესტია, 2 500 000 ლარი - ამბროლაური, 200 000 ლარი - ქარელი.

მთავრობის განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).