დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ამაღლობელს ჩაუტარდა „აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები“.
„ნანახი იქნა კვლევის შედეგები და პაციენტისთვის შეთავაზებული იქნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში ჰოსპიტალურ მკურნალობაზე“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ ჩხაიძემ.
დამაზუსტებელი შეკითხვის პასუხად ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ ლაბორატიურიული კვლევის შედეგებში ცვლილებები იყო და ამიტომ საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება.
„განაგრძობს შიმშილობას“, - დასძინა მან.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და ბრალად „პოლიციელზე თავდასხმა“ წარუდგინეს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს. ამაღლობელის კოლეგები და ადვოკატები პროკურატურას უშედეგოდ მოუწოდებენ, მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.
ამ თემაზე:
ექიმები შიმშილობის გამო მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის საფრთხეებზე საუბრობენ
