„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ნაკლებად მოსალოდნელია“, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს, გამოქვეყნდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად კეთდება საქართველოსთან დაკავშირებული ობიექტური შეფასებები – ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში პოზიტიური იქნება საქართველოს მიმართ და ასახავდეს იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს.
ამის ვარაუდი ჩვენ შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებების და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რაც იყო საქართველოში ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდაში, განვითარებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფება.
ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი წარუდგენს.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოს შეფასება „საშინელია“ და ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად განიხილავს.
გაფართოების ანგარიშში მოიცავს სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც, მათ შორის, უკრაინას და მოლდოვას, რომლებმაც, იოზვიაკის ცნობით, „ძირითადად დადებითი“ შეფასება მიიღეს.
გამოცემა Politico წერს, რომ „დემოკრატიული თავისუფალი ვარდნის პროცესში მყოფმა საქართველომ“ შეფასების სახით F დაიმსახურა, მაშინ, როდესაც მოლდოვამ B+, უკრაინამ კი მყარი B შეფასება მიიღეს.
