შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 5000-მდე პირი მიეცა. უწყების ცნობით, მათ შორის 1000-მდე ნარკორეალიზატორია. სამინისტროს მტკიცებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, ბოლო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 121 პირი დააკავეს, მათგან 59 ნარკორეალიზაციის სქემებში იყო ჩართული.
პოლიციამ გამოიყენა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით) და შენიღბული ამანათების ჩანაცვლების ოპერაციები. ჩხრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტებისას ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და სხვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 2%-ს (დაახლოებით 60 000 ადამიანს) შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
განსაკუთრებით საგანგაშოა 13-35 წლის ახალგაზრდებში ზედოზირების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები წლიურად 40-მდე გარდაცვალებას ადასტურებენ, ექსპერტები და დაზარალებული ოჯახები ამ სტატისტიკას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ სიკვდილიანობის რეალური მასშტაბები ბევრად დიდია. გარდაცვალების ბევრი შემთხვევა ზედოზირების ნაცვლად გულის გაჩერების ან სხვა დიაგნოზით რეგისტრირდება.
ზედოზირებით დაღუპული ახალგაზრდების მშობლები გამონაკლისები არ არიან, ვისაც სჯერა, რომ ნარკოტრაფიკს მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ. 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია მხეიძე დააკავეს დიდ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად. საქმე 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობას ეხება.
