თბილისში, სინთეტიკური ნარკოტიკების სავარაუდო ზედოზირების შედეგად, კიდევ სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 4 ივნისს, ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. მეზობლები და ახლობლები მომხდარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკავშირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
ეს შემთხვევა ბოლო პერიოდში ერთადერთი არ არის. 12 მაისს, თბილისში, სავარაუდოდ ასევე ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა 22 წლის დავით ბლიაძე, რომელიც ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახმა საჯაროდ საუბრის გადაწყვეტილება მიიღო. დავით ბლიაძის ბაბუა, გია ყრუაშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილიშვილმა ნივთიერება Telegram-არხის საშუალებით შეიძინა. ოჯახის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იღებს ახალგაზრდა ნივთიერებას ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარ დამალული ადგილიდან (ე.წ. დადების მეთოდით).
გია ყრუაშვილი იხსენებს იმ მძიმე რეალობას, რაც მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დახვდა:
„ადგილზე მოსული პოლიციის განმარტებით, იმავე ღამეს თბილისში გარდაიცვალა ხუთი ახალგაზრდა...
ვიდექით 5 გაუბედურებული მშობელი, რომლებმაც შავი ცელოფნებით წამოვასვენეთ ბავშვები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან“.
ონლაინ-პლატფორმების საშუალებით ახალი, ტოქსიკური სინთეტიკური ნივთიერებების უკონტროლო გავრცელებასა და ნარკოპოლიტიკის კრახზე ექიმმა-ნარკოლოგმა და პარტია „ფედერალისტების“ წევრმა, ზურაბ სიხარულიძემ ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „ღია სივრცე“.
„ნარკოტიკის ასეთი კატასტროფული რაოდენობა, უკონტროლოა, სრულიად უკონტროლო. ისეთი ასორტიმენტია, 10 წუთში შეგვიძლია ვიყიდოთ ნებისმიერი ნარკოტიკი.
ჩვენ მივიღებთ კატასტროფას - სიკვდილს, სიკვდილს, სიკვდილს! ხულოს ყველაზე მაღალ სოფელშიც კი იყიდი წამალს. გაივსო ქვეყანა ბიტკოინის აპარატებით, სადაც შეგიძლია პირდაპირ იყიდო ნარკოტიკები და დასდევენ მარიხუანა ვინც მოწია და 10 წლით უშვებენ ციხეში“.
ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მონაცემებით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 2%-ზე მეტი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა და გასამართლებულთა რაოდენობა ქართულ საპატიმროებში კვლავ მაღალ ნიშნულზეა, მკაცრი რეპრესიული მიდგომა ბაზარზე ნარკოტიკების მოხმარებას ვერ ამცირებს. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო უზარმაზარ რესურსს ხარჯავს ადამიანების ციხეში გამოსაკეტად, ნაცვლად მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისა.
