პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება ნატა ვიბლიანის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. არასრულწლოვანის გაუპატიურება, როცა მოძალადემ იცის, რომ სექსუალურად ბავშვზე ძალადობს, ისჯება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
43 წლის ქალი ყვება, რომ 35 წლის წინ, როდესაც 9 წლის იყო და სვანეთის სოფელ სგურიშში (ჭუბერის თემი) ცხოვრობდა, მას სისტემატურად აუპატიურებდა რამდენიმე თანასოფლელი კაცი, რომელთა ვინაობასაც დაზარალებული საჯაროდ ამხელს.
ნატა ვიბლიანი იხსენებს, რომ ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამისი გარდაიცვალა. გარდა სექსუალური ძალადობისა, ის მამის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასაც ითხოვს და ეჭვობს, რომ მამა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
მისი საჯარო ჩვენებების თანახმად, 14 წლის ასაკში ის დაორსულდა და ბავშვი გააჩინა, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოდ, მოკლეს.
ძალადობისა და მუქარის შედეგად, ოჯახი აიძულეს, სოფელი დაეტოვებინა და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ნატა ვიბლიანმა ეს დეტალები ათწლეულების შემდეგ, 35 წლის თავზე გაახმაურა.
„საქართველოს ამბების“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაზარალებულის მიერ დასახელებულ ყველა პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ხოლო ვინც კომუნიკაციაზე გამოვიდა, საჯარო კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მხილებულ პირთაგან ერთ-ერთმა ნატა ვიბლიანის წინააღმდეგ მესტიის პოლიციას ცრუ დასმენის მოტივით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ განცხადებაზე გამოძიება ძირითადი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.
ნატა ვიბლიანი საქართველოში არ იმყოფება. პოლიცია მას დისტანციურად რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა.
