ნაურუმ, რომელსაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ნაურუს კაბინეტის ამ გადაწყვეტილებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნაურუს გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყებები.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ სულ 4-მა ქვეყანამ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარა. აღიარების ნაბიჯი წარსულში ვანუატუმ და ტუვალუმაც გადადგეს, თუმცა მოგვიანებით მათ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღეს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 13 ივლისის განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან, რათა გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს, 2018 წელს მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. სირიის ხელისუფლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდებით ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმაც მიმართეს.
