კომპანია „ნესტლეს“ (Nestle) ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან უკან გააქვს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტია, მათ შორის SMA-ს, BEBA-ს და NAN-ის ფორმულები, გულისრევისა და ღებინების გამომწვევი ტოქსინით შესაძლო დაბინძურების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
კომპანიის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ გარე მომწოდებლისგან მიღებული ნედლეული (არაქიდონის მჟავის ზეთი), რომელიც ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება, ცერეულიდის ტოქსინს შეიცავდა.
აღნიშნულ ტოქსინს ბაქტერია Bacillus cereus წარმოქმნის, უკიდურესად თბოსტაბილურია და მისი შემცველი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ძლიერი ღებინება, ასევე კუჭის სპაზმები. როგორც წესი, ეს სიმპტომები ტოქსინთან კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში ვლინდება.
„ნესტლეს“ პროდუქცია უკან გააქვს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორისაა თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია და ა.შ.. გარკვეული პარტიების ამოღების შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთში კომპანიის წარმომადგენლობამ.
„არაქიდონის მჟავის ზეთი გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვადი სხვადასხვა ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ასორტიმენტში, ამიტომ ეს საკითხი გავლენას ახდენს მრავალ ქვეყანაზე, ბრენდსა და პროდუქტზე. ჩვენ კავშირში ვართ შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველვყოთ საჭირო ნაბიჯების გადადგმა“, - ნათქვამია „ნესტლეს“ განცხადებაში.
კომპანია აღნიშნავს, რომ პროდუქტებთან დაკავშირებული დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ნესტლეს“ ადაპტირებული რძის პროდუქტები (NAN) საქართველოშიც იყიდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოს მათი უკან გახმობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
