რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ღაზას სექტორში მოკლეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი იყო პირველი ოფიციალური პირი, ვინც 17 ოქტომბერს ეს ინფორმაცია დაადასტურა. მანამდე, „ცაჰალი“, ისრაელის თავდაცვის ძალები, იტყობინებოდა, რომ ღაზას სამხრეთში ჩატარებული ოპერაციის დროს სამი ტერიტორტი მოკლეს, რომელთა შორის შესაძლოა სინვარიც ყოფილიყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„იაჰია სინვარმა დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, ეწეოდა თავისი სისხლიანი იდეოლოგიის პროპაგანდას ომის დაწყებამდე და შემდეგ, პასუხისმგებელი იყო ისრაელის მრავალი მოქალაქის მკვლელობასა და გატაცებაზე. ... ეს არის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტ ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა კაცმა.
„ცაჰალის“ სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სინვარი გაქცევის დროს მოკლეს. მან ჟურნალისტებს აჩვენა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შენობის ნანგრევებში მყოფ სინვარს, რომელსაც ნიღაბი უკეთია, დრონი უახლოვდება. ვიდეო მთავრდება იმით, რომ ის დრონს სავარაუდოდ ჯოხს ესვრის. სინვართან ერთად მოკლული ორი პირი, როგორც ჩანს, მისი დაცვის წევრები იყვნენ.
„ჰამასის“ ლიდერის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდა. ისრაელის ხელისუფლებას სინვარის დნმ-ის ნიმუშები აქვს, რადგან მან მრავალი წელი გაატარა ისრაელის ციხეებში.
სინვარი „ჰამასის“ ლიდერად დასახელდა მას შემდეგ, რაც ივლისში თეირანში, დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სინვარი ღაზას ქვეშ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში „ჰამასის“ მიერ აშენებულ გვირაბებში იმალებოდა.
„ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ლიბანურმა აჯგუფება „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის „ახალ და ესკალაციის ფაზაზე“ გადადის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ამბობს, რომ სინვარის სიკვდილი „ომის დასასრულის დასაწყისია“.
„იაჰია სინვარი მკვდარია. ის რაფაში მოკლეს ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცმა ჯარისკაცებმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ღაზაში ომის დასასრული, ეს არის დასასრულის დასაწყისი“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „ჰამასი“ ღაზას ვეღარ მართავს. მისი თქმით, ხალხისთვის ეს არის შესაძლებლობა „თავი გაითავისუფლონ ტირანიისგან“.
