რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
მათ აღიარეს წარდგენილი ბრალი - სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის კანონით, სასჯელი 1/6-ით შეუმცირდათ და საბოლოო სასჯელად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ. აქედან 18 თვეს ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვლებათ პირობითად.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი უკვე 8 თვეზე მეტია, პატიმრობაში იმყოფებიან. შესაბამისად, ციხეში კიდევ დაახლოებით 10 თვის გატარება მოუწევთ.
„ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ასევე, მათ აანაზღაურეს ზიანი, რაც გახდა საფუძველი, მათ მიმართ სახელმწიფოს გაეწია შეღავათი
და აღნიშნული პირობით მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ და დასძინა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებით წინა პროცესზე, 13 იანვარს მიმართა.
როგორც საბა მეფარიშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების თაობაზე მიმართავენ.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტი ამ ბავშვებს საპატიმროში არ დატოვებს, შეიწყალებს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 16 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. საქმის მასალების მიხედვით, მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან პოლიციის მიერ დროებით განთავსებული რკინის ჯებირი ჯგუფურად დააზიანეს, რითაც სახელმწიფოს 400 ლარის ოდენობის ზიანის მიაყენეს. ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენდა, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულება იყო.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ. საქმეზე სასამართლო პროცესები არაერთხელ გადაიდო - ხან მოსამართლის, ხან კი პროკურორის მიზეზით. დაკავებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ განაჩენის გამოცხადება მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა, რათა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ვერ მოესწრო.