სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.2% შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები 11.7%-ით არის გაზრდილი:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21%), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%), ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და პურპროდუქტები (12.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9%);
- ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9%).
2024 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონე 0.3% იყო, ხოლო 2025 წლის დასაწყისში - 2%.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
