ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე, 47 წლის ვლადიმერ შულაია დააკავა და რუსეთს გადასცა. როგორც დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, დაკავებული რუსეთის მიერ იძებნებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ვლადიმერ ლევანის ძე შულაია 2002 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ფედერალურ ძებნაში იმყოფება. აფხაზეთისა და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შულაია დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით რუსულ მხარეს გადაეცა შემდგომი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ოპერატიულ მონაცემებზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ შულაია საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდა, აფხაზეთში კი „უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე“ იმყოფებოდა.
გავრცლებული ვიდეოდან, სადაც შულაია დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს, ირკვევა, რომ ის „ენგურჰესის“ თანამშრომელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, „არც კი უმუშავია“ და მოწმობა „ნაცნობობით“ გაუკეთეს. ვლადიმერ შულაია ასევე აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე გადაკვეთა, რა დროსაც პასპორტი და აღნიშნული საბუთი წარადგინა.
