რუსული პროპაგანდისტული მედიის (TASS) ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 37 წლის ბექა ბასილაიას, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ე.წ. პროკურატურის ვერსიით, ბასილაია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2025 წლის შემოდგომამდე იბრძოდა.
ბექა ბასილაიას ბრალად ედება ე.წ. დაქირავებულობა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მიხედვით. რუსული მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეზე გამოცხადებულია ძებნა.
ბექა ბასილაიას შემთხვევა არ არის ერთადერთი - მოსკოვისა და ოკუპირებული დონეცკის „სასამართლოებმა“ ათობით ქართველ მებრძოლს გამოუტანეს მსგავსი განაჩენი.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული დაქირავებულთა გადაბირებისა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივების ბრალდებით.
2024 წლის თებერვალში მოსკოვის სასამართლომ ლაშა რუხაიას დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდება იდენტურია - უკრაინის მხარეს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა „დაქირავებულის“ სტატუსით.
ვასილ ალიბეგაშვილს და ერეკლე ამირანაშვილსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვთ მისჯილი.
რუსული პროპაგანდა ხშირად იყენებს მსგავს სასამართლო განაჩენებს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით. ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ე.წ. სასამართლოების გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევენ და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.
