ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში საქართველოს მოქალაქე, შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ის „საქართველოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქის საცხოვრებლის შემოწმების დროს ამოიღეს სამი იარაღი საბრძოლო მასალით და სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც საკვები პროდუქტები, პირადობის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტი, ნაღდი ფული და ქართული ბანკების პლასტიკური ბარათები იდო.
„ბაღის ნაკვეთზე, ძაღლის სადგომში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი.
დაკითხვის დროს ხიზანიშვილმა დაადასტურა მისი კონტაქტები საქართველოს სპეცსამსახურებთან.
ის აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, რისთვისაც ფულადი ჯილდო მიიღო“, – განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შალვა ხიზანიშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და მის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის დაკავებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
