ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 8 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
1976 წელს დაბადებული ჰამლეტ მარგველაშვილი „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ იყო დაკავებული.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ საოკუპაციო ხაზი სოფელ ნიქოზთან ტრაქტორით გადაკვეთა და ზნაურის რაიონის მიმართულებით გაემართა, დაკავების შემდეგ კი მილიციელებს განუცხადა, რომ სოფელ ისაკყაუში ნათესავების მონახულებას გეგმავდა. საქართველოს მოქალაქე „რესპუბლიკიდან“ ჯარიმის დაკისრების შემდეგ გააძევეს.
„ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
10 სექტემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი გაათავისუფლა.
