თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგჯერ გადაიდო 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილის პროცესი. დაცვის მხარეს რკინის ჯებირის დაზიანების საქმეზე სხდომის დღეს განახლებისა და მოსამართლე ნათია გუდაძის განაჩენს გამოცხადების იმედი ჰქონდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ოკრიბელაშვილის ადვოკატის, დავით გამყრელიძის ინფორმაციით, პროცესის გადადების საფუძველი პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მოუცლელობა გახდა.
„პროცესი უნდა შემდგარიყო დღეს, დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვათ პროკურორს და დაცვის მხარეს, გასულიყო მოსამართლე სათათბირო ოთახში და გამოეტანა განაჩენი. პროკურორის მიზეზი, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვან საქმეში იღებს მონაწილეობას, არის გამოგონილი. ის უნდა მოსულიყო და დასკვნითი სიტყვა ეთქვა“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2025 წლის იანვარში გაიმართება. დაკავებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება, რათა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უფლებამოსილების ამოწურვამდე მათი შეწყალება ვერ მოასწროს.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 16 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პერიოდში დააკავეს. პროკურატურა ახალგაზრდებს თბილისში, პარლამენტის შენობასთან პოლიციის მიერ დროებით განთავსებული რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას და სახელმწიფოსთვის 400 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებას ედავება. აქედან ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულებაა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ თემაზე:
სამაგალითო დასჯა - 6 წლამდე პატიმრობა 250 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის
