ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, შუქრუთელებს პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება მისცეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, კარვის გაშლის უფლება მისცეს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც პარლამენტის წინ აქციას მართავენ. პროტესტის ხუთი მონაწილე 17 დღეა შიმშილობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.

„ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამავდროულად, მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც კარვის ფლობის შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების რეალურ რისკებზე მიუთითებდა“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად.

„ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეკრების მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ განახორციელოს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და მისცეს მათ კარვით სარგებლობის შესაძლებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებსაც მანგანუმის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ, 188 დღეა უწყვეტ აქციას მართავენ. 11 სექტემბერს მათ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლეს და ღამეს პარლამენტის შენობასთან, ღია ცის ქვეშ ათევენ იმ იმედით, რომ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას შეძლებენ. პოლიცია პროტესტის მონაწილეებს კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ადამიანი მე-17 დღეა შიმშილობს. 

შუქრუთელები ითხოვენ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთვის მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინოს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადოს.

 

ამ თემაზე:

როგორ ცდილობენ შუქრუთელების პროტესტის ჩახშობას - ინტერვიუ ადვოკატთან დავის დეტალებზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).