სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 12 ქალი მოკლეს, ხოლო 21-ის მკვლელობა სცადეს. მკვლელობის 10 შემთხვევაში დანაშაული ოჯახის წევრის მიერ არის ჩადენილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა პრევენცია ვერ მოხერხდა. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასჯელის შემსუბუქების პრაქტიკას. აღწერილია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ კაცს, ამნისტიისა და პირობითი გათავისუფლების საფუძველზე, საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. ამის შემდეგ ის ყოფილ მეუღლეს თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა. მსჯავრდებულმა ორჯერ დაარღვია შინაპატიმრობის წესები და განზრახ დააზიანა ელექტრონული სამაჯური, თუმცა სასამართლომ ეს ქმედება „ალკოჰოლური თრობით“ გაამართლა და არ დააპატიმრა.
2020 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 132 ქალი მოკლეს, ხოლო მკვლელობის მცდელობის 160 ფაქტი დაფიქსირდა.
- 2020 წელი - 24 მკვლელობა
- 2021 წელი - 22 მკვლელობა
- 2022 წელი - 25 მკვლელობა
- 2023 წელი - 24 მკვლელობა
- 2024 წელი - 25 მკვლელობა
- 2025 წელი - 12 მკვლელობა
სახალხო დამცველის შეფასებით, ფემიციდი მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დასჯით ვერ აღმოიფხვრება, საჭიროა განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და სტერეოტიპების მსხვრევა, რასაც სწორედ სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს.
„ქართული ოცნებიდან“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის იმუშაოს „სტამბოლის კონვენციასთან“ დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე.
იურისტთა შეფასებით, „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლა ან მისი პრინციპების დასუსტება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მსხვერპლთა დაცვის ისედაც ხარვეზიან სისტემას. კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს არა მხოლოდ დასჯას, არამედ ძალადობის გამომწვევი სტერეოტიპების შეცვლასა და პრევენციული მექანიზმების (თავშესაფრები, ცხელი ხაზები) გამართულ მუშაობას.
