„რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სვანეთის დღეებით გახსნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებიდან არავინ დაესწრო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ეს კვირეული არანაირად, ან ახლოს, ან შორს არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან. აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის.
მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს.
ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე. ჩვენ ყველას მივწერეთ, ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას. ჩამობრძანდით და ეს ადგილი თქვენია, როგორც გინდათ, ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ გამოიყვანეთ და ამით თქვენ თქვენი თავი გამოაჩინეთ ქვეყანაში და ასევე, ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
„სვანეთის დღეები“ 21 ნოემბერს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. პრეზიდენტმა სხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, უფრო აქტიურები იყვნენ და ორბელიანების სასახლეში ჩასვლის არ შეეშინდეთ.
„იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიულები იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არაა ჩემი, ჩემთან დაკავშირებული. თუ მე ვიღაცეებისთვის ვარ უხერხული, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი თავისუფალი ღია ადგილი“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ღონისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ისევ მოიპატიჟებენ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს.
„რეგიონების კვირეულის“ დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.
23 ნოემბრის ჩათვლით, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ტრადიციული რეწვის ნიმუშებს, ასევე, თანამედროვე სვანი ხელოვანების ნამუშევრებს. დაგეგმილია სამეცნიერო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის შედგება სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები, ასევე, ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალა.
სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
