უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
„არ ვიცი სხვა მსგავსად წარმატებული ქვეყანა - პოლიტიკურად სტაბილური, ეკონომიკა მიფრინავს. ჩვენ აღგვაფრთოვანებს და ვსწავლობთ, როგორ ხართ ასეთი წარმატებულები. ვფქრობთ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, ვინაიდან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია, ეკონომიკა არ მუშაობს ან პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნების შემოერთება“, - განაცხადა ორბანმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
ორბანმა კომენტარი უკრაინის საკითხზეც გააკეთა და თქვა, რომ მისი ევროკავშირში გაწევრიანება მეტისმეტი იქნება:
„ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს: სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან, რადგან წევრობა ნიშნავს, რომ ომი ევროკავშირში მოვა, ევროკავშირის ფული კი უკრაინაში წავა, რაც ჩვენ არ მოგვწონს. შესაბამისად, წევრობა მეტისმეტია. სტრატეგიული შეთანხმება სამართლიანი გარიგებით - ეკონომიკური, ენერგეტიკული და სავაჭრო საკითხების გათვალისწინებით - მისაღებია“.
დღეს, 2 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრა იმართება. ღონისძიებაში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად იმყოფება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი „ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია“.
„ყველგან ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ვსაუბრობთ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - თქვა კობახიძემ.
