დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში, დმანისის ნაქალაქარიდან დაახლოებით 25-კილომეტრში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადრეული ჰომოს (უძველესი ადამიანის) ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გიორგი ბიძინაშვილის თქმით, აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ოროზმანში 1.8 მილიონი წლის წინ უძველესი ადამიანები ცხოვრობდნენ.
ჰომო ერექტუსი ადამიანის ერთ-ერთი წინაპარია. ის უკვე ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში დაახლოებით 130 სანტიმეტრს აღწევს, ტვინი პატარა აქვს, სავარაუდოდ ვერ ლაპარაკობს და არც ცეცხლის დანთება შეუძლია, მაგრამ იცის პრიმიტიული იარაღების დამზადება და გამოყენება.
„ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ეს ადამიანი იმდენივე წლის არის, რამდენისაც ჩვენი ცნობილი ზეზვა და მზია - პირველი ვეროპელები არიან. დმანისის შემდეგ, ოროზმანის სახით მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე გაჩნდა ახალი წერტილი. აღმოჩენამ ამ ადგილის მომავალი და ბედი უკეთესობისკენ შეცვალა - გაიზრდება სამეცნიერო ინტერესი ოროზმანის, საქართველოს მიმართ, აქ ძალიან ბევრ მკვლევარი ჩამოვა. ასევე, ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება ქართული მეცნიერებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბიძინაშვილმა.
ოროზმანი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ის აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, უძველესი ადამიანის ანუ ადრეული ჰომოს გავრცელების კერას წარმოადგენს.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები.
2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. მეცნიერები ელიან, რომ ადამიანის ნაშთებს და იარაღებს კიდევ აღმოაჩენენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთესად შეისწავლონ ადამიანის წარმოშობის და აფრიკიდან ევრაზიაში მათი მიგრირების პერიოდი.
