„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში გასამართ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქე საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ვეღარ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
კოდექსის მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. საერთაშორისო დამკვირვებლის მოქალაქეობის შესახებ ჩანაწერს კოდექსი არ შეიცავს.
„ისინი საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ, მონიტორინგს უწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, კენჭისყრის პროცესს, ხმების დათვლას, შედეგების შეჯამებას და ამ კუთხით დარღვევების აღმოჩენა-პრევენციის საკითხი არის მათი მხრიდან მნიშვნელოვანი.
დღეს მოქმედი რედაქციით, საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლის მეოთხე პუნქტით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წელს. ლოგიკური და მიზანშეწოლი იქნება, რომ ანალოგიურად, საერთაშორისო დამკვირვებელთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს ფორმულირება, რომლის შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან, რაც პირდაპირ თავსებადი ხდება დამკვირვებლის საერთაშორისო სტანდარტთან.
რაც ყველაზე მთავარია, საარჩევნო პროცესის მათეული შეფასება დაცვლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან და სხვადახვა პარტიული ინტერესისგან, ხოლო, საბოლოო ჯამში, იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური. [...] უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ პოლიტიკური მიკერძოებისა და მდგენელისგან, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ წიაღში იბადება, მეტ-ნაკლებად გათავისუფლებულია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.
მათიკაშვილმა არ უპასუხა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას კითხვას, გასულ არჩევნებზე, რამდენი იყო საქართველოს მოქალაქეთა წილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებს შორის. აკნონპროექტის ავტორის განმარტებით, ერთი ასეთი შემთხვევაც კი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველია.
„ქართული ოცნების“ ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლებმა თარჯიმანმა მასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი ცესკო-ს დადგენილებით განისაზღვრება.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მორიგი არჩევნები 2028 წლის ოქტომბრამდე არ გაიმართება. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ აპირებენ.
