„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, რომ მთავარი მიზანი „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის მაღალი ხარისხის გარანტირება“ და „ამავდროულად, დემოკრატიის უზრუნველყოფაა“.
„ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, გრანტის მიღების დროს, გრანტის გამცემი ვალდებულია, საქართველოს მთავრობისგან აიღოს ჯერ თანხმობა და შემდეგ ისე გასცეს გრანტი. კანონის დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გრანტის ორმაგი ოდენობით.
სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ერთ-ერთი ევროკომისრისგან, მარტა კოსისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლისგან, ბატონი ჰერჩინსკისგან გავიგეთ, რომ თურმე გამოყოფილია დიდი ოდენობით თანხა და ამავდროულად, ბიუროკრატები ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში შემოიტანონ თანხები. შემდეგ ხშირად ვხედავთ, რომ ეს თანხები ხმარდება, მაგალითად, სიძულვილის კამპანიას, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის ხიდჩატეხილობის უზრუნველყოფას. მათ შორის, ეს თანხები გამოყენება პიროტექნიკის შესაძენად, „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი მასალების შესაძენად. გამოიყენება იმ ძალადობრივი აქციების დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა“, - განაცხადა გორდულაძემ საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას.

Hპარლამენტის ტრიბუნიდან არჩილ გორდულაძემ „ეგრედ წოდებული დიპლომატი“ უწოდა საქართველო ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. მისი თქმით, ჰერჩინსკი „იხუტებს“ აქტივისტებს, რომლებიც „საქართველოს პარლამენტის წევრს შეურაცხყოფას აყენებენ“.
„ამბობს, რომ თურმე ამაყობს ასეთ ადამიანთან გვერდში დგომით. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა, მათ შორის არც საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღების, ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემა და თურმე გვერდის ავლის გზებია მოსაძებნი.
ვინც ცდილობს, რომ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, მოსახლეობას პატივი არ სცეს და მათი ინტერესები დააზიანოს, შევპირდით, რომ ჩვენ ასეთ გზებს მაქსიმალურად შევზღუდავდით და ყველა კანონითვე იტყოდა, რომ ყველა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობას დაიცვას“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონები „დრაკონულია“ და მიზნად ისახავს განსახვავებული აზრის ჩახშობას.
„რუსული კანონის მიზნების ბოლომდე მიყვანას აი, ამ სრულიად გაუგებარი არადემოკრატიული კანონებიც ცდილობთ“, - თქვა „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
ცვლილებების შედეგად გაფართოვდება „გრანტის“ ცნება. „ქართული ოცნება“ აპირებს, გრანტად მიიჩნიოს ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განსახორციელებელ საქმიანობას.
მთავრობის წინასწარი თანხმობის მოთხოვნა გავრცელდება საზღვარგარეთ დაფუძნებულ და საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ უცხოურ ორგანიზაციებზეც, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ ფილიალებზე. გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით.
პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ამ თემაზე:
ევროსაბჭოს კომისარი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გრანტების კანონში ცვლილებები არ მიიღოს
