არალეგიტიმური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„გახარიას პარტიის წევრებს არ მოუმართავთ შესაბამისი განცხადებით და ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მანდატების შეწყვეტაზე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წევრებმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღონ. მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული თარიღი, როდის გავა აღნიშნული საკითხი სესიაზე, ჯერ ცნობილი არ არის.
პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“
- ნანა მალაშხია
- ნიკა მელია
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- გიგა ლემონჯავა
- თენგიზ თევზაძე
- ცოტნე კობერიძე
- გიორგი კირთაძე
- ივანე ჭყონია
- ხათუნა სამნიძე
- ოქტაი ქაზუმოვი
- მაია კოპალეიშვილი
- ბორისი ყურუა
- ანა გოგოლაძე
- გიორგი ბუტიკაშვილი
- გიორგი იმედაშვილი
- ელენე ხოშტარია
- სოფია გოლეთიანი
- მარიკა არევაძე
- ანი ქავთარაძე
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
- თინა ბოკუჩავა
- გიორგი ვაშაძე
- სოფო ჯაფარიძე
- კობა ნაყოფია
- გია ჯაფარიძე
- პეტრე ცისკარიშვილი
- გიგი წერეთელი
- ირაკლი ხვადაგიანი
- თამარ კორძაია
- ირაკლი ფავლენიშვილი
- კახაბერ ოქრიაშვილი
- რამაზ ნიკოლეიშვილი
- ეკა ხერხეულიძე
- ლევან ხაბეიშვილი
- ლაშა ბაქრაძე
- ანა წითლიძე
- „ძლიერი საქართველო“
- მამუკა ხაზარაძე
- ანა დოლიძე
- ბადრი ჯაფარიძე
- ანა ნაცვლიშვილი
- ლევან ცუცქირიძე
- ირაკლი კუპრაძე
- ქეთევან თურაზაშვილი
- საბა ბუაძე
- სალომე სამადაშვილი
- დავით რაქვიაშვილი
- თამარ ლალიაშვილი
- გრიგოლ გეგელია
- ლევან სამუშია
- ფიქრია ჩიხრაძე
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 12 მანდატი მოიპოვა.
არჩევნების შედეგები მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მანამ, ვიდრე სასამართლოში დავა დასრულდებოდა, „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ამით კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი დაირღვა.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ორ თვეზე მეტია ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
