„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, თეთრი სახლის უახლეს ანგარიშს, რომელიც ჩინური საქონლის ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მსგავს ანგარიშს გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით შეიმუშავებდა, ირაკლი კობახიძემ დაუშვა შესაძლებლობა, რომ ამერიკულ მხარეს ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა მიზანმიმართულად დამახინჯებული ფორმით მიაწოდეს.
„დაწერდა? რატომ? ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე, ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. თეთრ სახლსაც შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ინფორმაცია ქვეყნდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან ხოლმე. ეს არის სტანდარტული მოცემულობა. ფაქტი მოგვაწოდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის თეთრი სახლის სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკის ოფისმა ვრცელი ანგარიში - „სატრანზიტო გადაზიდვის დიდი თაღლითობა“ გამოაქვეყნა. დოკუმენტი აღწერს ჩინური საქონლის არალეგალური სატრანზიტო გადაზიდვის გლობალურ ქსელს, რომლის მეშვეობითაც ჩინელი ექსპორტიორები საქონელს მესამე ქვეყნების გავლით აგზავნიან აშშ-ში საბაჟო გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ანგარიშში იდენტიფიცირებულია 40-ზე მეტი ქვეყანა, რომლებიც ე.წ. „ჩრდილოვან ქსელს“ ქმნიან.
გლობალურ სქემაში საქართველო „მესამე დონის“ ქვეყნების სიაში შეყვანილია - ეს არის მცირე ეკონომიკები, რომლებსაც ჩინელი ექსპორტიორები მათი სუსტი საბაჟო კონტროლის, სტრატეგიული მდებარეობის ან აშშ-ის ბაზარზე არსებული შეღავათიანი წვდომის გამო იყენებენ. საქართველოს როლი ქსელში განსაზღვრულია, როგორც „სარტყლისა და გზის სახმელეთო კვანძი“. ანგარიშის მიხედვით, ასეთი კვანძები ეხმარება ჩინურ საქონელს წარმოშობის იდენტობის შეცვლაში, რათა მათ აშშ-ის ბაზარზე არალეგალურად, დაბალი ტარიფებით შეაღწიონ.
აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, საქართველო ასრულებს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს სარკინიგზო და „მშრალი პორტების“ ტრანზიტს, ტვირთების კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტებიდან საზღვაო გზებზე მათ გადამისამართებას.
თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, თაღლითური სქემა აშშ-ის ეკონომიკას ყოველწლიურად კოლოსალურ ზიანს აყენებს, რაც ათეულობით მილიარდი დოლარის დაკარგულ საბაჟო შემოსავლებში გამოიხატება და სხვადასხვა შეფასებით წლიურად 40-დან 303 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ეს სქემა იწვევს დაახლოებით 450 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას. გარდა ამისა, ეს პროცესი განიხილება, როგორც „ნულოვანი ჯამის თამაში“, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს ამერიკულ სამრეწველო დერეფნებს, ანაცვლებს ადგილობრივ წარმოებას უცხოური პროდუქციით და ფაქტობრივად „იპარავს“ იმ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პროგრამების მოდერნიზაციას უნდა მოხმარებოდა.
„დიდი თაღლითობის“ საპასუხოდ, აშშ-ის ადმინისტრაცია ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას - „დეტექტივ საზღვარს“ (Detective Border). ის რეალურ დროში მოახდენს ტვირთების წარმოშობის გადამოწმებას, ანომალიური მარშრუტების იდენტიფიცირებას და წარმოების სიმძლავრეების ვალიდაციას.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები, რომლებიც ტარიფებისთვის თავის არიდებას შეუწყობენ ხელს, შესაძლოა სანქციების, საჯარიმო ტარიფებისა და ამერიკულ ბაზარზე წვდომის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ.
